ტრენინგები

პროექტები

პროექტი #1–2014 წელი
მზადება პროექტისთვის ,,ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა, ჩვენი ენა ქართული"

კონფერენცია პროექტისთვის ,,ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა, ჩვენი ენა ქართული"

 2014-15 წლის 14 აპრილი. ქართული ენის დღესთან დაკავშირებით განვახორციელეთ  პროექტი
,,ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა, ჩვენი ენა ქართული"(პროექტის გეგმა იხილეთ მთავარ გვერდზე:                                   სასწავლო პროექტი : ,,ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა, ჩვენი ენა ქართული")







































როგორ ვმუშაობდით პროექტზე ,,ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა, ჩვენი ენაქართული".ელ.პრეზენტაცია და ტორტის გაჭრა
პროექტის მონაწილეებმა წინასწარ შედგენილი კითხვარის მიხედვით ჩაატარეს გამოკითხვა საზოგადოებაში, სხვადასხვა ასაკის ადამიანებთან, გაარკვიონ რამდენად წმინდად, ბარბარიზმების, ჯარგონების... გარეშე მეტყველებენ ისინი.პატარები, მარიამ გალეგაშვილი და ირმა ილარიანი, წავიდნენ ინტერვიუს ჩასაწერად, უნდა გაარკვიონ რამდენად გამართულად მეტყველებს მათი ბებო. შედეგებს განვიხილავთ.
 










პროექტი #2–2015 წელი
პროექტი ,,ცოდნა ანთებული სანთელია" ვამზადებთ ალბომს (01.05.2015)
 პროექტი ,,ცოდნა ანთებული სანთელია" ვამზადებთ ბუკლეტს (01.05.2015)
 პროექტის ,,ცოდნა ანთებული სანთელია" ვამზადებთ კედლის გაზეთს (01.05.2015)
პროექტი ,,ცოდნა ანთებული სანთელია" ვამზადებთ კითხვარს (01.05.2015)
 ,,ცოდნა ანთებული სანთელია" პრეზენტაციის განხილვა – რეპეტიცია (01.05.2015)
 ,,ცოდნა ანთებული სანთელია" კომპოზიცია ,,ნიშნების საუბარი"რეპეტიცია (01.05.2015)
პროექტი  ,,ცოდნა ანთებული სანთელია" I ეტაპის განხორციელება (01.05.2015)


 პროექტის ,,ცოდნა ანთებული სანთელია" II ეტაპის–,,როგორ ვმუშაობდით პროექტზე"განხორციელება.ელ პრეზენტაცია. (01.05.2015)
 

 პროექტის III ეტაპის ამსახველ ფოტომასალას, სასწავლო ექსკურსია ილია ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმში, დავდებ მოგვიანებით. ექსკურსიაზე მივდივართ 2015 წლის10 მაისს.
  P.S.
დღეს ჩვენი პროექტის მესამე ეტაპი განვახორციელეთ, სასწავლო ექსკურსია ილია ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმში, საგურამოში.მუზეუმის ადმინისტრაციას გავაცანით (წარვადგინეთ) პროექტის ,,ცოდნა ანთებული სანთელია" ფარგლებში ჩვენ მიერ შექმნილი ალბომი ,,ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა". უსაზღვრო შთაბეჭდილებებით წამოვედით, ჩვენმა ალბომმა დიდი მოწონება დაიმსახურა და დარჩება ილიას სახლ–მუზეუმში ექსპონატად. ძალიან დიდი ემოცია იყო.ესეც მათი შეფასება და სამახსოვროდ გადაღებული ფოტო.მადლობა კიდევ ერთხელ ჩემო მოსწავლეებო, ჩემო მარგალიტებო.მიყვარხართ!(მოვილოცეთ ჯვრის მონასტერიც)



დიდი შრომის შემდეგ დავასრულეთ ალბომის ეგზემპლარზე მუშაობა. იმედია, მალე შევძლებთ საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმში წასვლას ალბომის გადასაცემად.

No comments:

Post a Comment