2014 წლის 10 თებერვალი
კათედრის წევრებს მარინე ჯალაბაძეს და ნინო მაღრაძეს ვთხოვე მოგვეწვია კათედრის სხდომა,სადაც განვიხილავდით ჩემს მიერ მომზადებულ პრეზენტაციას თემაზე ,,დიდოსტატის მარჯვენა"–ნაწარმოების განხილვა XII კლასში. პრეზენტაციის შეტანა მსურდა ნაწარმოების შესწავლის საწყის ეტაპზე. განხილული მაქვს მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრება და შემოქმედება, სვეტიცხოვლის ტაძრის მშენებლობის ისტორია,ნაწარმოების დაწერის დრო–პარალელების გავლება ნაწარმოებში აღწერილ ეპოქასა და ავტორის ცხოვრების ეპოქასთან,გმირების გაცნობა. ვფიქრობ ეს პრეზენტაცია ნათელ წარმოდგენას შეუქმნის და გაუადვილებს მოსწავლეებს ნაწარმოებზე მუშაობას.ვისაუბრეთ აგრეთვე პროექტზე ,,ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა, ჩვენი ენა ქართული", რომელსაც განვახორციელებ 18 თებერვლიდან 16 აპრილის ჩათვლით V და VIII კლასის მოსწავლეებთნ ერთად.პროექტის მიზანია გაიაზრონ ქვეყნის ტრადიციების და ღირებულებების მიმართ საკუთრი პასუხისმგებლობა.
No comments:
Post a Comment