ტრენინგები

ბრძნული გამონათქვამები

სურვილი გამიჩნდა, აქ მქონოდა სხვადასხვა გამოჩენილი ადამიანების ბრძნული, ცხოვრებისეული გამონათქვამები.
        ,,ვითარცა სურინ წყაროს მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი".../კონსტანტინე გამსახურდია/
        ,,ბრძნად მეტყველებაი ვერცხლი არს წმინდაი, ხოლო დუმილი ოქროი რჩეული" /სოლომონ ბრძენი/
 ,,ინტელექტუალები წყვეტენ პრობლემებს, ხოლო გენიოსები თვიდან იცილებენ მათ" /ალბერტ აინშტაინი/
 ,,სიყვარული ორ სხეულში მცხოვრები ერთი სულია" /არისტოტელე/
  ,,სიყვარული უშეცდომობას არ მოითხოვს,მაგრამ ითხოვს არ დავუშვათ ერთი და იგივე შეცდომა ორჯერ" /ჯორჯ ბერნარდ შოუ/
 ,,რა ცარიელია ადამიანის გული! და  რამდენი სიბილწეა ამ სიცარიელეში..."
                                                                                                               /ბლეზ პასკალი/
,,გაუზიარე ცოდნა სხვებს. ეს ერთ–ერთი გზაა უკვდავებისკენ"   /დალაი ლამა/
,,ერთი ადამიანის სიცოცხლე მილიონჯერ უფრო ფასეულია,ვიდრე მსოფლიოს ყველა უმდიდრესი ადამიანის ქონება ერთდ აღებული" /ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნა/
,,სიკვდილი მარადისობისაგან მონიჭებული თვისუფლებაა" /ვიქტორ–მარი ჰიუგო/
,,რა არის სახელმწიფოსამართლიანობის გარეშე(რომლის საფუძველი რელიგიაში მდგომარეობს), თუ არა–ყაჩღთ დიდი ბანდა" /ნეტარი ავგუსტინე/
,,თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა"  /ილია ჭავჭავაძე/
,,ადამიანი ადამიანობის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს"
                                                                                                    /იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე/
,,ჭკვიანი კაცი საკუთარ თავში პოულობს იმას, რასაც სულელი სხვებში ეძებს" /კონფუცი/
,,რისი მაქნისია დიდებული შთმომავლობა, თუ თვითონ ბუნებამ სულისა და ხორცის მშვენებით არ დააჯილდოვა"/ტომას მაინ რიდი–,,უთავო მხედარი"/
,,თუ მშიერ ძაღლს დააპურებთ, ის აღარ გიკბენთ. აი, ესაა პრინციპული განსხვავება ადამიანსა და ძაღლს შორის" /მარკ ტვენი/
,,ადამიანისადმი დაუსრულებლივ მოწოდება, რომ ის ღორია,საბოლოოდ ღრუტუნსაც დააწყებინებს" /მაქსიმ გორკი/
 ,,გაჩერება შეიძლება მაღლა ასვლისას, მაგრამ არა ვარდნის დროს"ნაპოლეონ ბონაპარტი
,,სამყაროში არაფერია აბსოლიტურად მცდარი.გაჩერებული საათიც კი. შემდეგი დღის იმავე წამს, რომელზედაც გაჩერდა, სწორ დროს აჩვენებს" /პაულო კოელიო/
,,ბრძენი ლაპარაკობს მაშინ, როცა რაიმე აქვს სათქმელი, სულელი კი მაშინ, როცა ამის საშუალება მიეცემა" /პლატონი /
,,ის კი არ არის გაჭირვებული, ვისაც ცოტა აქვს. არამედ ის, ვისაც ბევრი უნდა"/სენეკა/
,,უფრო ღირსებული იქნები, ვიდრე ხარ, შენს ღირსებას რომ არ ახსენებდე" /შექსპირი/
 ,,თვისთვად სიღრიბე არ არის სირცხვილი, მაგრამ სირცხვილია, გრცხვენოდეს მისი"
                                                                                                                   /ბენჯამინ ფრანკლინი/
,,ადამიანი ყველაზე ბოროტი ცხოველია" /ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე/
,,ბედნიერება არ სცნობს სიბერეს. ის, ვინც მართლა ბედნიერია, არასოდეს ბერდება"
                                                                                                                               /ფრანც კაფკა/


       





 

No comments:

Post a Comment