ტრენინგები

სამოდელო გაკვეთილი

სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომელიც ჩავატარე 2013 წლის 28 ოქტომბერს V კლასში. საგაკვეთილო თემა: აკაკი წერეთელი,,ჩემი თავგადასავალი” –გამოსაკითხი–,,ძიძასთან სოფელ სავანეში” ახალი მასალა– ,,სასახლეში” კლასი:V. საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა მასწავლებელი: ვერა ბაკურაძე გაკვეთილის მიზანი: წაკითხულის გააზრებისა და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებისთვის ხელშეწყობა;სადისკუსიო–საკომუნიკაციო უნარების განვითარება. აქტივობა: 1) კითხვა–პასუხის მეთოდით მოსწავლეებს გამოვკითხავ ,,ძიძასთან სოფელ სავანეში”–რომელიც სახლში წასაკითხად ჰქონდათ მიცემული. (12წთ.) ერთგვარი შეჯამების სახით მოსწავლეებს ვესაუბრები აკაკი წერეთელის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.ვუჩვენებ ელ.პრეზენტაციას მისი ბავშვობის წლების და მშობლების შესახებ.გავამახვილებ ყურადღებას ,,სასახლეში” ცხოვრების შესახებ (13წთ.) ვთხოვ მოსწავლეებს მოაწყონ დისკუსია თემაზე ,,ძიძაობა–ისტორიული ჩვეულება” და უპასუხონ კითხვას:უნდა გაებარებინათ თავადიშვილები გლეხებთან? მოიყვანონ არგუმენტები პოზიციების გასამყარებლად. (15 წთ.) 2) არ გავაკეთებ საბოლოო დასკვნას და მოსწავლეებს ვაძლევ საშინაო დავალებას. მომავალი გაკვეთილისთვის მოსწავლეებმა უნდა წაიკითხონ ,,სასახლეში”.არგუმენტირებული მსჯელობით დაასაბუთონ ეთანხმებიან თუ არა სადისკუსიო თემას და დაწერონ ესე ,,აკაკის განცდები”.(5წთ.) რესურსები: მეხუთე კლასის ქართული ენის სახელმძღვანელო – ავტორი: როდონაია,კომპიუტერი. შეფასების ფორმა: განმავითრებელი,ზეპირი კომენტარები.ფასდება მოსწავლის ანალიტიკური,კრიტიკული და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.

No comments:

Post a Comment